Home » მთავარი » “რამე პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებული, ეს არის სრულიად აბსურდი!..”

“რამე პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებული, ეს არის სრულიად აბსურდი!..”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიების ობიექტურობაში მას ეჭვი არ შეაქვს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება “რუსთავი 2”-ის საქმეს, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის განცხადებებია.

მისივე თქმით, ის უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იქცევა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციელებთან მიმართებაში.

„პასუხი ამაზე, რომ არის თუ არა ეს თითქოს, რაიმე პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებული, ეს არის სრულიად აბსურდი და ამაზე, თუ რატომ არის ეს აბსურდი, პასუხობს ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ, როგორ მონაწილეობს ეს ადამიანი და რა ქმედებებს ახორციელებს რუსთაველის გამზირზე პოლიციელებთან მიმართებაში. ჩემი ვალდებულებაა, დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მე სხვა დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. ძალიან კარგად იცით, რა კადრებზეც არის საუბარი, შსს-მაც გაასაჯაროვა კიდევ ერთხელ ეს კადრები, თუ როგორ არის ჩართული კონკრეტული პირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, რას აკეთებენ,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...