Home » ეკონომიკა » ხააზრაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ხააზრაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი” ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა, ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...