Home » მთავარი » მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი სამართალდამცველებმა 20 ივნისის საქმეზე გუშინ დააკვეს. მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით წარედგინა.

“მე არ ვიცი, რომელი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს ჩემს ძმისშვილს. ის იქნა დღეს დაკავებული რომელიც იდგა ჩემს გვერდით 1 წლის განმავლობაში იმას ითხოვდა, ეღიარებინათ ამ მხეცებს ის დანაშაული რაც აქვთ ამათ ჩადენილი. აქ თუ მოხდა რამე ისეთი, რომ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მართლა მე ჩემს გეგმებს ავამოქმედებ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ 2 პირი დააკავეს.

დაკავებები გრძელდება

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...