Home » მთავარი » “რჩება რამდენიმე საათი…” – ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“რჩება რამდენიმე საათი…” – ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

-“დაცვის მხარეს რჩება რამდენიმე საათი დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად” -ამბობს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

-“2019 წლის 26 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაახლოებით 19 საათზე. სსსკ-ს 207-მუხლის 1 ნაწილის თანახმად, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე”.

27 ივლისს, მთელი დღეა დაცვის მხარე ცდილობს დასაბუთებული განჩინების მიღებას. 21 საათზე სასამართლოდან განგვიმარტეს, რომ განჩინება მზად არ არის და მისი მიღება მხოლოდ 28 ივლისს, დილით შეგვეძლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება რამდენიმე საათი დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად.

არის სამი ვარიანტი: 1.სასამართლოს ფორმალობად მიაჩნია ბრალდებულების გასაჩივრების უფლება, იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 2. ვერ ასაბუთებს განჩინებას. 3. შეგნებულად ხდება ბრალდებულების და დაცვის მხარის ჩაყენება ცაიტნოტის მდგომარეობაში.

მიზეზის მიუხედავად აღნიშნული, წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას. კერძოდ მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება 3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: … ბ)ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად”,- წერია განცახდებაში.

შეგახსენებთ – სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...