Home » ბლოგი » “ზღვარი ჟურნალისტის «პირად» და «საჯარო» სივრცეებს შორის…”

“ზღვარი ჟურნალისტის «პირად» და «საჯარო» სივრცეებს შორის…”

ბლოგი

საჯარო მმართველობის დოქტორი,იურისტი
თამთა მეგრელიშვილი

-სოციალური მედია თანამედროვე ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით თითქოს უმარტივესია ინფორმაციის მიღებაცა და გავრცელებაც მაგრამ არსებობს წესები რომელთა დაცვაც ჟურნალისტების მიერ შესაძლოა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მიუკერძოებლობის და სანდოობის შენარჩუნების წინაპირობად იქცეს.
სოციალური ქსელის პირადი ანგარიში კონკრეტული ჟურნალისტის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც პირადი, ისე პროფესიული მიზნებისთვის.
პროფესიული მიზნებისათვის სოციალური მედიის გამოყენებისას ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და პროფესიული სტანდარტები.
ჟურნალისტის მიერ წყაროსთან სოციალური ქსელით კომუნიკაციის დამყარებისას,მნიშვნელოვანია, რომ ის მომხმარებლებისთვის იდენტიფიცირებული იყოს, როგორც ამა თუ იმ მედიის ჟურნალისტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის#ას-1559-1462-2012 განჩინების საფუძველზე Facebook-ი საჯარო სივრცედ იქნა მიჩნეული. «გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, “საჯაროდ გავრცელება” არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში.
ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის Facebook, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს.
Facebook-ზე” კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად.
ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ გამოცემებში.

სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს”.
გამოდის რომ სოციალური ქსელიდან ინფორმაციის აღება, და წყაროდ გამოყენება პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს თუმცა აუცილებელია ჟურნალისტმა პროფესიული გამოცდიელბიდან გამომდინარე შეაფასოს თუ რამდენადაა სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი,ასევე უპრიანია დაუკავშირდეს კონკრეტულ პირს,ავტორს და დააზუსტოს მასალის ირგვლივ არსებული დეტალები. სოციალური ქსელით კომენტარის აღებისას, საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტმა რესპონდენტი უნდა გააფრთხილოს, რომ მისი ნათქვამი გასაჯაროვდება.
ჟურნალისტმა არ უნდა მიმართოს რაიმე არაკანონიერ ხერხს სხვის ანგარიშში შესაღწევად.

ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public). ასევე მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი სახის პოსტი,კომენტარი, შესაძლოა მომხმარებელმა აღიქვას და დააკავშიროს იმ მედიასაშუალებასთან, რომელშიც პოსტის ავტორი ჟურნალისტი მუშაობს, ამიტომაც ჟურნალისტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

უპრიანია ჟურნალისტი მოერიდოს სოციალურ ქსელში პოლიტიკური შეხედულებების, სიმპატიების ან ანტიპატიების გამომხატველი პოსტის გამოქვეყნებას რადგან ამ ქმედებით შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა. (უპრიანია გაითვალისწინოს არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა რომლებიც არ ერიდებიან პირდაპირ “მესიჯებს”)

ბუნებრივია ჩნდება კითხვა სად გადის ზღვარი ჟურნალისტის «პირად» და «საჯარო» სივრცეებს შორის?
ნუთუ ჟურნალისტს არ ააქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე ინტერნეტში? პირადი სივრცის შესანარჩუნებლად და დასაცავად მას შეძლია გამოიყენოს სოციალური გვერდების სპეციალური ფუნქციები, ფილტრები,მას შეუძლია თავად განსაზღვროს თუ რა სახის ინფორმაციას გახდის ხელმისაწვდომს კონკრეტული პირთა წრისათვის. წარმატებები და ჩემი დიდი პატივისცემა ჟურნალისტებს!

 

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...