Home » ინტერვიუ » პროკურატურას და სასამართლოს მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, დრო კი ცოტაა…

პროკურატურას და სასამართლოს მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, დრო კი ცოტაა…

ირაკლი ოქრუაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ის ამჟამად მატროსოვის ციხეში იმყოფება.

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესებს ესწრებოდა უფლებადამცველი ნატალია ხოხიაშვილი, რომელიც სწავლობს ამ საქმეს. აქედან გამომდინარე მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ GmTV ნატალია ხოხიაშვილს დაუკავშირდა.

-პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემეული შეფასება და არა ანგარიში.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე …….“  ასე იწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა განცხადება რომელიც იმ პირების დაკავებას ეხება რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას.

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და აკვირდება სასამართლო პროცესებს, სადაც დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

დღეის მდგომარეობით 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მათ შორის არის ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ყველას ბრალი ერთი და იგივე მუხლით აქვს წარდგენილი, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურა ყველა საქმეზე ითხოვდა პატიმრობას, ნიკა მელიას შემთხვევაში დამატებით ამბობდა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო და ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო, რომ მას არ ჩაედინა ახალი დანაშაული. ამიტომ ახალი დანაშაულის პრევენციისთვის მყარი გარანტი იქნება პატიმრობა, ხოლო სხვა შემთხვევებში სტანდარტულად იმეორებდა, რომ

1) არსებობდა მიმალვის საფრთხე, რადგან აქვთ საზღვარგარეთ კავშირები და ხშირად დადიან საზღვარგარეთ. ამას ამბობდა ისე რომ გადამოწმებულიც არ ჰქონდათ რომელიმე მათგანი რამდენჯერ და როდის იყვნენ საზღვარგარეთ ბოლოს, ან იყვნენ თუ არა საერთოდ საზღვარგარეთ. მაგალითად ვალერიან გელაშვილის შემთხვევაში, მასზე პროკურატურა ამბობდა რომ ხშირად დადის საზღვარგარეთ, არადა ბრალდებულის განმარტებით ის ბოლოს საზღვარგარეთ ხანგძლივი ვადით უკრაინაში იმყოფებოდა ისიც 2000 წელს. იგივე განმარტება მოისმინეთ ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, არადა ყველამ ნახა რომ 20 ივნისის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა საქართველო, მიუხედავად იმისია რომ მან იცოდა მისი დაკითხვაზე დაბარების შესახებ, არ მიმალულა და დაბრუნდა საქართველოში. საზღვრის კვეთა ასევე უფიქსირდება ნიკა მელიასთან ერთად დაკავებულ   ბესიკ თამლიანის და კახაბერ კუპრეიშვილის, ამათგან ბესიკ თამლიანი 2018 წლის შემდეგ მუდმივად იმყოფება საქართველოში, ხოლო კახაბერ კუპრეიშვილი აქციიდან  მე-3 დღეს, 23 ივნისს გაემგზავრა რუსეთში და 2 დღეში, 25 ივნისს მოსკოვიდან პირდაპირი რეისით დაბრუნდა საქართველოში.

ასე რომ ვფიქრობთ პროკურატურა ცოტა უფრო ფრთხილი უნდა იყოს როცა პატიმრობის  იყენებს ისეთ რისკს როგორიცაა  მიმალვის საფრთხე. კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი თითოეული ადამიანის პირადი საქმე და ამ საქმიდან გამომდინარე დააყენოს შუამდგომლობა, რათა შემდგომში თავი უხერხულ  მდგომარეობაში არ ჩაიგდოს. ჯერჯერობით დაკავებულებიდან სასამართლომ ნიკანორ მელიას და ვალერიან გელაშვილის მიმართ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობები და პატიმრობის ნაცვლად გირაო და შინაპატიმრობა გამოიყენა.

2) რაც შეეხება პროკურატურის არგუმენტს რითაც კიდევ ასაბუთებდა პატიმრობის მოთხოვნას ის იყო, რომ არსებობდა დაკითხვაზე არ გამოცხადების საფრთხე.

ჩვენი ინფორმაციით არც ერთი ბრალდებული გარდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა დაკითხვაზე გამოძახებულები არც ყოფილან.

ასე რომ ეს არგუმენტი საკმაოდ სუსტია და ამის გამოყენება და შემდგომ ამის გათვალისწინება სასამართლოს მიერ ორივე ინსტიტუციას ზიანს აყენებს.

3) შემდეგი არგუმენტი პროკურატურის დასაბუთებაში არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ჩვენი ინფორმაციით უმრავლესობა პირველადაა ბრალდებული, არ აქვთ კრიმინალური წარსული. დაკავებულებიდან ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. ნასამართლევია ზურაბ ბუდაღაშვილი, ის 1 წლის განმავლობაში იყო ძებნილიც. ამ შემთხვევაში გამართლება აქვს პროკურატურის მოთხოვნას რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ შემთხვევებზე.
პროკურატურამ დასაბუთებულად უნდა და ყველაზე ინდივიდუალურად უნდო წარმოადგინოს პატიმრობის შესახებ მოთხოვნები.

ამ არგუმენტის შემთხვევაშიც არ იკვეთება მკაფიოდ რას გულისხმობს პროკურატურა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეში. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება სტატისტიკურად არ მიეკუთვნება იმ დანაშაულთა ჯგუფს რომელსაც ხშირად ჩადიან ადამიანები. ხოლო ორგანიზება წინასწარ შეთანხმებით ხდება და არა სპონტანურად, პროკურატურას ჯერ დადგენილიც არ აქვს ამ დაკავებულებს შორის წარსულში არსებობდა თუ არა კაშირები.

4) პროკურატურა არ ასაბუთებს არც იმას თუ რას გულისხმობს სამხილების განადგურებაში.

საკმაო დროა გასული იმ ფაქტიდან როცა ეს დანაშაული მოხდა და არც ერთ მათგანს არ უცდია რამე სამხილის განადგურება.  მეტიც ისინი არც ერთმანეთს იცნობენ და არც იმ მოწმეებს ვინც მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

ამ შემთხვევაშიც პროკურატურის დასაბუთება არგუმენტი არ უნდა ყოფილიყო სასამართლოსთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროკურატურას თავი არ შეუწუხებია და თითოეული ბრალდებულის საქმე ინდივიდუალურად არ შეუსწავლია, მართალია ბრალდება საკმაოდ მძიმეა და აქედან გამომდინარე მისაღებია პროკურატურის მცდელობა, მაგრამ ცოტა მეტად უნდა გაისარჯოს პროკრატურა როცა ბრალის დასაბუთებაზე მუშაობს.

5) ასევე არ მსჯელობს პროკურატურა იმაზე თუ რას გულისხმობს მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენაში.

როგორც უკვე ავღნიშნე ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობებ და ასევე არ იცნობენ იმ მოწმეებს ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენება მისცა. თუნდაც ზეგავლენა მოახდინონ, პროკურატურას მტკიცებულებად რჩება ვიდეო კადრები (ამ კადრებზე აკეთებს ძირითადად აპელირებას ბრალდების მხარე) და ამ კადრების გაყალბებას ვერც ერთი ბრალდებული ვერ შეძლებს.

პროკურატურას ყველა ბრალდებულის შემთხვევაში პატიმრობის მოთხოვნას ასაბუთებს იმით  რომ ყველას ერთი და იგივე დანაშაულში მიუძღვის ბრალი და ამიტომ ყველას წინააღმდეგ ერთი და იგივე არგუმენტებს იყენებს პატიმრობის შესაფარდებლად, ის რომ ყველა ეს ხალხი ბრალდებულია სსკ 225-ე მუხლით ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ ყველა ბრალდებულის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა უნდა გამოიყენონ. ამ საქმის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სამართალდამცავი უწყებები უფრო ყურადღებით უნდა ეკიდებოდნენ ამ საქმეს, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები და თუ ეს კითხვები მაინც გაჩნდება მათ ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა ჰქონდეთ, რაც ჯერ-ჯერობით ვერ დავინახეთ. მათი განმარტებით გრძელდება გამოძიება და ყველა მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე არსებით განხილვაზე წარმოადგენენ. იმედია პროკურატურა მართლაც ასე მოიქცევა თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმეები სასამართლოზე დაინგრევა და მათი რეპუტაცია შეილახება.

რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლომ თითქმის ყველა შემთხვევაში გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა გარდა 2 შემთხვევისა, ესაა ნიკა მელიას და ვატო გელაშვილის საქმე, მართალია ამ შემთხვევაში გირაოსთან ერთად მათ შინაპატიმრობაც შეეფარდა. მათ ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მათ­ზე თავ­დას­ხმა. რამდენადაა გამართლებული ამ შემთხვევაში მაშინ შინაპატიმრობა, როცა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ თუ ადამიანს რამის ხელმძღვანელობა უნდა ამას სახლიდანაც მოახერხებს.

თუ შევადაროთ ერთმანეთს ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სადაც სასამართლომ სახვადასხვა აღკვეთი ღონისძიება გამოიყენა გაჩნდება კითხვები, ხომ არ იყო მეორე შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული? რატომ გამოიყენა პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ? დაპატიმრებამდე ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ სკანდალურ საკითხებზე საუბრობდა და ამას ერთვოდა ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმე. პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების სიმძიმეზე თუ ვისაუბრებთ მაშინ ეს კადრები ნიკა მელიას შემთხვევაში უფრო მძიმეა ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის.

ამ და სხვა კითხვებზე პროკურატურას და სასამართლოს მოუწევს პასუხების გაცემა. მათ იმისთვის, რომ ეს ბრალი დაასაბუთონ არც ისე დიდი დრო აქვთ დარჩენილი. სექტემბრიდან უკვე სასამართლოში საქმეების არსებითი განხილვა დაიწყება და მას არასამთავრობოებთან ერთად თვალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიადევნებენ.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მაკა გველესიანმა სასამართლო 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...