Home » მთავარი » “ქარტიამ თავისით მოიფიქრა ბრიფინგების თემის წამოწევა, თუ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ?”

“ქარტიამ თავისით მოიფიქრა ბრიფინგების თემის წამოწევა, თუ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ?”

ურნალისტური ეთიკის ქარტია და 28 მედიასაშუალება სამთავრობო პრესსამსახურებს მიმართავენ.

ვრცლად

ქარტიისა და მედიასაშუალებების მიმართვა სამთავრობო პრესსამსახურებს

მიმართვას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ეხმიანება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პეტიციის შესახებ

შევეცდები მოკლედ, რამდენადაც შევძლებ.

ქარტია აპროტესტებს, რომ მთავრობა ბრიფინგებს ატარებს და ჟურნალისტებს თემებს წინასწარ არ გვეუბნებიანო.

ამის გამო გვიწევს პირდაპირ ეთერში ჩართვა და შემდეგ ვიგებთ ბრიფინგის საკითხებსო.

იქნებ არ გვსურს ჩვენი ძვირფასი ეთერი (ა.ს.: ეთერი მართლაც ძვირია, თუმცა ავხსნი ქვემოთ) მთავრობის განცხადებებს დავუთმოთ, ან იქნებ დასაწყისში არ გვსურს და სხვა ბლოკში (ა.ს.: სადმე, ბოლოში) უნდა ჩავსვათო?! იქნებ საერთოდ არ ვაპირებთ წასვლასო?

რატომ აღშფოთდნენ პეტიციის ხელმომწერი მედია საშუალებები?

ვფიქრობ ეს პეტიცია მთლიანად პოლიტიკური დაკვეთაა და საზოგადოების ინტერესების, მისი სრულყოფილად ინფორმირების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

“პრობლემის” არსი.

წლებია, რაც ხელისუფლება, მეტწილად მათი მიზეზით, თუმცა მედიის ხელშეწყობით, ვერ ახერხებს მოსახლეობამდე სათქმელის მიტანას.

მეც მიმიცია ბევრი ნაცნობი თუ მეგობარი პოლოტიკოსისთვის, რომ როცა ვერ ახერხებენ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას, აქტიურად გამოიყენებინათ ბრიფინგები.

ბრიფინგის ხიბლი ზუსტად ისაა, რასაც ახლა აპროტესტებენ პეტიციით.

რა ხდება ბრიფინგის დროს? ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელსაც ატარებს პრემიერი, ან მინისტრი, ან სამინისტრო. ტელევიზიები აშუქებენ პირდაპირ ეთერში და ამ დროს, სარედაქციო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, პირდაპირ ეთერში ეპარებათ დაუჭრელ-დაუმახინჯებელი, ხელისიფლებისთვის სასარგებლო ინფორმაცია.

ასეთი მეთოდით კონკრეტული ინფორმაციების გავრცელება მმართველ გუნდს უფრო პოზიტიურად წარმოაჩენს, ვიდრე ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის მიერ თავის ჭკუაზე შეფუთული იგივე ინფორმაცია .

ბრიფინგის დროს იმართება ხოლმე კითხვა-პასუხი, რომელოც პირდაპირ ეთერში, ასევე ჟურნალისტური დამუშავების გარეშე გადის.

ასე მუშაობდა ქართული მედია და მთავრობა დამოულიდებლობის დღიდან დღემდე.

ასე მუშაობს მთელი მსოფლიო. აშშ-ში, კერძოდ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, ტარდება ტრადიციული/გეგმიური ან საგანგებო ბრიფინგები. ეჭვი მეპარება მედიას ბრიფინგის საკითხებს წინასწარ უგზავნიდნენ.

რატომ ცდილობენ 30-წლიანი ტრადიციის შეცვლას? რატომ ითხოვენ წინასწარ გაიგონ სამთავრობო ბრიფინგის თემები?

ბოლო თვეების მანძილზე პრემიერი, შსს, სხვა უწყებები, ხშირად იყენებენ ბრიფინგის მეთოდს ინფორმაციების, საკუთარი საქმიანობის გასავრცელებლად

შემოდგომიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ რ2-ის მესაკუთრის შეცვლამდე, ტელევიზიების რეიტინგებში ლიდერობს ტვ იმედი. იხილეთ NDI-ის, IRI-ის და სხვა კვლევები.

აღარ შევეხები მიმდინარე პროცესებს, მხოლოდ ერთ ფაქტორს გამოვჰყოფ: საარჩევნო ციკლი ფინიშზე გადის, – არჩევნებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა. ხელისუფლების ოპონენტთათვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის თავის სასარგებლოდ წარმართვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თავისით მოიფიქრა ბრიფინგების თემის წამოწევა, თუ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ?

ძალიან მარტივად იკითხება მიზანი: სურთ ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, როგორც სჩვევიათ, არაფრისგან შექმნან აჟიოტაჟი, რათა ამით შემდეგ გაამართლონ მედია საშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან სამთავრობო ბრიფინგების გაშუქების უგულებელყოფა.

პეტიციაში წერენ ხელი გვეშლება საინფორმაციო გამოშვებების დაგეგმვაშიო.

როცა, საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას, სიტყვებით “ამ წუთებში ბრიფინგს მართავს ბლა-ბლა-ბლა პარტიის ლიდერი, რომელსაც ვრთავთ პორდაპირ ეთერში”-ო, რომელიც გამოდის და ხან მთავრობას მარხავს მიწაში, ხან რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს, არ გიშლით ხომ ხელს დაგეგმვაში?

რა თქმა უნდა, პრემიერის ან ძალოვანი უწყების ბრიფინგის გაშუქება არ გვაწყობს, რაიმე სასიკეთო არ წამოსცდეთ. ნეგატივით სჯობს დაწყება, ვის გაუყარეს დანა, სად ჩამოინგრა კედელი, ვის დაეცა აგური თავში?! იქნებ დასავლური ქვეყნების საინფორმაციოებს გადავხედოთ, თუ იწყებენ კრიმინალით?! თუმცა, ახლა დასავლეთის ლანძღვაა მოდაში.

კრიმინალით დაწყება სჯობს. აბა, შსს-ს ბრიფინგი რომ გააშუქოთ, ხომ დავიღუპეთ, წინა საინფორმაციოში გაშუქებული მკვლელობის ან ქურდობის გახსნის ფაქტი რომ გააშუქონ. ხომ ჩაგეყარათ წყალში გამოყოფილი ძვირადღირებული საეთერო დრო?

ისე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვინ ეკითხება ბრიფინგების ორგანიზების ნიუანსები, ეთიკასთანაა შეხებაში? ან ვინ გკითხავთ საეთერო დრო ძვირია, თუ იაფი, რატომ გადარდებთ?

წაიკითხავენ ჩემს სტატუსს, არ შეიმჩნევენ და გააგრძელებენ აჟიოტაჟს, აიძულებენ მთავრობას წინასწარ შეუთანხმონ ბრიფინგის თემები. შემდეგ იტყვიან საზოგადოებისთვის ეს თემები არ იყო აქტუალური და არ გავაშუქეთო, ან სულაც არ გაგზავნიან გადამღებ ჯგუფს.

ეთიკის ქარტიას არ ჰქონდა რეაქცია ოქრუაშვილის აღიარებით განცხადებებზე, როგორ აახია მესაკუთრეებს მედია საშუალება საიდანღაც მოზიდული მილიონობით. პირიქით, ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტები ოქრუაშვილის მხარდამჭერ სიუჟეტებს ავრცელებენ.

ეთიკის ქარტიას არც სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირებაზე აქვს გართულება. არც იმ გადაცემების ქუდებს გმობს, რომელთა ნახვის შემდეგ არათუ იმ გადაცემის ხილვის, სიცოცხლის სურვილი გეკარგება.

რამდენიმე წელია ვწერ, რომ საზოგადოება საინფორმაციო ტერორის ქვეშ იმყოფება. არც ეს ხდება “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განხილვის საგანი.

მთავრობას ერთ რჩევას მივცემ: რომელი მედია საშუალებაც უგულებელჰყოფს სამთავრობო ბრიფინგებს, გაუუქმეთ სამთავრობო დაწესებულებებში საქმიანობის აკრედიტაცია და სამთავრობო კონტენტის გაშუქების უფლება.

მედიები წყვეტენ თურმე, რა არის საზოგადოებისთვის აქტუალური, რომელი ექსპერტი შეიყვანონ შავ სიაში, მთავრობის რომელი საქმიანობა მოგვაწოდონ და რომელი დაგვიმალონ.

მედია არ განსაზღვრავს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. მედია საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს. ეს სხვადასხვა ცნებებია.

თუ რომელიმე საკითხის გაშუქება კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჯდება, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი საზოგადოების ინტერესის მიღმაა.

ამხელა პეტიცია დაწერეთ, რომელშიც ფაქტებს მიმოიხილავთ და აქცენტს ძალოვანი უწყებების ბრიფინგებზე აკეთებთ, იქნებ ჩამოწეროთ იმ ბრიფინგების ჩამონათვალი და თემები, რონლებსაც ან არ გააშუქებდით, ან პირველ ბლოკში არ გაუშვებდით, ან საერთოდ ჯგუფს არ გაგზავნიდით?

თუ დაგვდებთ პატივს და ასეთ ჩამონათვალს გამოაქვეყნებთ მადლობელი დაგრჩებით. წინააღმდეგ შემთხვებაში თქვენს პეტიციას პოლიტიკური ელფერი დარჩება. თუმცა, საინტერესოა, როგორ დაასაბუთებთ, რომ თუ ხულიგნობას და ძარცვას პირველ რამდენიმე სიუჟეტში აშუქებთ, რა ლოგიკით არ უნდა გააშუქოთ პრემიერის ბრიფინგი მნიშვნელოვან თემებზე ან ძალოვანი უწყების ინფორმაცია იმავე ხულიგნობების ან ქურდობის ფაქტის გახსნის შესახებ?

 

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...