Home » მთავარი » ზვიად კუპრავას საქმე – სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს

ზვიად კუპრავას საქმე – სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს

პირველი ინსტანცია სასამართლოს ზვიად კურავას საქმეზე დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლომ უკვე გამოკითხა სამართალდამცველები, რომლებმაც კუპრავა სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.

ამ საქმეზე ზვიად კუპრავას გირაო აქვს შეფარდებული. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით კი ის სამართალდამცველებმა 22 თებერვალს დააკავეს.

„ამ სამართალწარმოების უკან დგას რეალურად სხვა მიზნები, მაგალითად, როგორიც არის ზვიად კუპრავას პოლიტიკური საქმიანობიდან განეიტრალება და ჩამოშორება. ეს საქმე არის ძალიან პრეცედენტული, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება გამამტყუნებელ განაჩენში, ის სახიფათო პრეცედენტს შექმნის,“ – ამბობს კუპრავას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...