Home » მთავარი » “ვიცით მიქაუტაძის „სამართლიანობა” აბსურდული ბრალდებებით…”

“ვიცით მიქაუტაძის „სამართლიანობა” აბსურდული ბრალდებებით…”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ ათ მოსამართლეს შორის, რომელთა სიაც რამდენიმე თვის წინ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცა და რომლის განხილვაც ხმაურით ჩავარდა.

გასაუბრებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა, თუმცა არ შეუშვეს.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ის პირადად არის მსხვერპლი გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანი’ გადაწყვეტილებების.

„ჩემს საკუთარ თავზე, 2012 წელს მაქვს განცდილი დღევანდელი კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანობა’ როდესაც მან სხვა ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად რომლებიც ვიყავით აქტიურად ჩართული წინა საარჩევნო პერიოდში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, გაგვასამართლა აბსურდული ბრალდებით და ორ თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოგვისაჯა. ეს იცის კარგად ამ ადამიანმა, იცის როგორ ემსახუროს ხელისუფლებას, იცის როგორ ემსახუროს სისტემას“-განაცხადა შაქარიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ერეკლე კუხიანიძე პროტესტის გამოხატვის ფორმებზე საუბრობს

მარიამ ახალკაცი საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კუხიანიძე  ...