Home » მთავარი » თხემით ტერფამდე ქართველი იუბილარი

თხემით ტერფამდე ქართველი იუბილარი

ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში.
 
თენგიზ არჩვაძე:
 
“…მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება“
 
“…პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს“.
 
“…როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს.
…თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია“.
 
მსახიობის სამყარო წმინდა და თვითმყოფადია, ხმაც კი აბსოლუტურად გამორჩეული აქვს. ბატონი თენგიზის მიერ წარმოთქმულ ფრაზაში მკაფიოდ ისმის ქართული ენისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი ხმოვანება.
 
თეატრმცოდნე ნადია შალუტაშვილი ასე ახასიათებდა მსახიობს:
 
-„ თენგიზ არჩვაძე თხემით ტერფამდე ქართველი, ამავე დროს, ევროპული ტიპის ინტელიგენტის განსახიერებაა. მისი ბუნებისათვის უცხოა ყოველივე მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტები. სცენაზეც და ცხოვრებაშიც უტყუარია, არავის არასოდეს ბაძავს, არაფერს “თამაშობს”. მის არსებაში საოცარი ჰარმონიულობით თავსდება ეროვნული ბუნება და ორგანული ევროპულობა“.
 
ჩვენ უდიდესი მოწიწებით ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მაყურებლის დიდ სიყვარულს კიდევ დიდხანს ვუსურვებთ.
Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...