Home » მთავარი » ზოიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს

ზოიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს

საკონსტიტუციო სასამართლოდ გადაწყვეტილებას – გაუქმდა პატიმრობის მუხლები იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევენ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას

ვრცლად

http://www.gmtv.ge/62280-2/

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაყოფა ძნელი იქნება.

მისი თქმით,  სჯობს პატიმრობის ნაცვლად ნარკომომხმარებლებმა რეაბილიტაცია გაიარონ.

„ასეთი გაყოფა ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა არასწორი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად და ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელი ნარკოტიკიც იწვევს, გამართლებულია, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა,“ – განაცხადა ზოიძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...