Home » მთავარი » სამ აპლიკაციას შორის საერთო მიმოწერის სისტემა შეიქმნება

სამ აპლიკაციას შორის საერთო მიმოწერის სისტემა შეიქმნება

TheVerge-ი ავრცელებს  ინფორმაციას, რომ Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება.

Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელსაც ასევე Instagram-ი და WhatsApp-ი ეკუთვნის, განაცხადა, რომ სამ აპლიკაციას შორის საერთო მიმოწერის სისტემა შეიქმნება.

რაც შეეხება დასახელებებს, Instagram-ის ახალი დასახელება Instagram from Facebook, WhatsApp-ის კი WhatsApp from Facebook იქნება. კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, მათ სურდათ ხაზი გაესვათ, რომ ორივე სერვისი Facebook-ის ნაწილს წარმოადგენს.

ახალი დასახელებები მხოლოდ App Store-სა და Google Play-შიგამოჩნდება, სმარტფონების ეკრანებზე კი აპლიკაციების დასახელებები უცვლელი დარჩება.

https://www.theverge.com/2019/8/2/20752324/instagram-whatsapp-renamed-adding-facebook-branding

 

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...