Home » მთავარი » “აქცია გრძელდება, გამოვაცხადებთ შიმშილობას!..”

“აქცია გრძელდება, გამოვაცხადებთ შიმშილობას!..”

აქცია ონლაინკაზინოების პროვაიდერ კომპანიასთან 31 ივლისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

გაფიცული ახალგაზრდები კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და უკანონოდ გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

„უკვე მეექვსე დღეა ვაპროტესტებთ იმ პირობებს, რა პირობებშიც გვიწევდა აქამდე მუშაობა; დაბალი ანაზღაურება, ჩვენი დეპარტამენტის უფროსის გულგრილი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო. პირველივე საპროტესტო დღეს დავამატეთ კიდევ ერთი მოთხოვნა – ხელშეუხებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიაში დაბრუნების შემდეგ გვქონდეს გარანტია, რომ ამ პროტესტის გამო არ დაგვატოვებინებენ სამსახურს.“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჩუმაშვილმა.

რას აპირებთ თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ?

– თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ რომ აქციას მივცეთ უფრო მასშტაბური ( და რადიკალური ) სახე, რაც პროტესტის უკიდურეს ფორმებში გამოიხატება – ანუ გამოვაცხადებთ შიმშილობას.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია კონსტრუქციული განხილვისათვის და გვჯერა, რომ ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს კომპანიასა და თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობას შორის, შესაძლებელია, გადაიჭრას დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას, მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მსგავსი აქტივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს.“ – ასეთია კომპანიის ოფიციალური პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მზაობას გამოთქვამს, გაფიცულებთან დიალოგის დასაწყებად, ახალგაზრდები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ მათკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, რის გამოც ისინი აქციების გაგრძელებას აპირებენ. გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ზაზა სვანაძე

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...