Home » მე, მოქალაქე » “ჩვენ ის ერი ვართ…”

“ჩვენ ის ერი ვართ…”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა საკოორდინაციო ცენტრი”

ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც ჯაბა იოსელიანი პანთეონში დაკრძალა, შევარდნაძის კომფორტული სიბერე უზრუნველჰყო, პირველი პრეზიდენტი ტყეში მოკლა და შემდეგ მკვლელებს დაუჩოქა..

– ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ქართველთა ორგზის ეთნიკური წმენდის მომწყობს და საქართველოს ისტორიული მიწების წამგლეჯს ოკუპანტსაც კი ხმის კანკალით უწოდებს..

– ჩვენ ის ერი ვართ, ინტელიგენცია რომ არ გვყავს, ქვეყანა სახელმწიფოდ რომ ვერ ვაქციეთ, საუკეთესო შვილებს ემიგრაციაში გადახვეწა რომ ვაიძულეთ, ერთნი ნაგვის ურნებში საქექად რომ გავწირეთ, ხოლო მთავრობის ღიპებდადებულ და კისერგასქელებულ ჩინოვნიკებს უპრეტენზიოდ და ფუფუნებაში ვაცხოვრებთ.

ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც არ იცის ვინ და რატომ აირჩიოს, ავსა და კარგს რომ ვერ არჩევს, თავისზე უკეთესს წინ რომ არ გაუშვებს, ორ კაპიკს თუ იშოვის მასზე დაბალს ამრეზით რომ უცქერს და ადამიანად აღარ აგდებს..

– ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც არ ეთაკილება ცხოვრება ფანატიზმის გარემოში, სირცხვილში, ლაფში და სიყალბეში,..

ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ყოველ საკუთარ უთავობას სხვას აბრალებს, რომელსაც დღევანდელი მდგომარეობით მომავალი არ აქვს..

ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც გმირების სახელით საკუთარ ლაჩარ ნატურას პოლიტიკურ პიარს უკეთებს..

– თუ დაშვებული შეცდომების გაანალიზების და გამოსწორების მოტივაციაც აღარ შეგვრჩენია, თუ ისევ ვიღაც მესიის იმედზე ვართ, რომელიც ჩვენს მაგიერ მოაგვარებს ყველა ჩვენ პრობლემას, ესე იგი ჩვენ ერი აღარ ვართ..

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...