Home » მთავარი » “ქვეყანაში ტრენდული გახდა გამოძიების საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირება…”

“ქვეყანაში ტრენდული გახდა გამოძიების საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირება…”

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვისპროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას

გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით,  გვარამია არ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს, ვის მიმართაც საგამოძიებო ორგანომ კითხვები არ უნდა დასვას.

„ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, არ არის ნიკა გვარამია გამონაკლისი. ჩვენი, პარლამენტის ვალი არის გამოძიებაზე დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

“ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანაში ტრენდული გახდა გამოძიების დაწყების შემდეგ საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირება.

Facebook Comments
x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...