Home » მთავარი » ციხელაშვილი გუგუტიანთკარის სიახლოვეს ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით

ციხელაშვილი გუგუტიანთკარის სიახლოვეს ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სოფელში ბარიკადების მშენებლობა შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ე.წ. ბორდერიზაცია და ბარიკადების მშენებლობა 7 აგვისტოს დაიწყო და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად, 7 აგვისტოს, შუადღეს, ცხელი ხაზი რამდენჯერმე გაააქტიურა.

7 აგვისტოსვე საგარეო უწყება ჩვენს პარტნიორებს დაუკავშირდა. ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...