Home » მთავარი » „მდინარის მაგიური ბაღი“ – ფესტივალი დაიწყო

„მდინარის მაგიური ბაღი“ – ფესტივალი დაიწყო

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით,  15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.

ფესტივალის განმავლობაში სივრცე ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის  პრეზენტაციების და ინსტალაციების ადგილად იქცევა.

დამთვალიერებელს სივრცეში სტუმრობა შეეძლება ყოველდღე, 13:00 საათიდან. ოფიციალური პროგრამა კი დაიწყება 18:00 საათიდან და გაგრძელდება 23:00 საათამდე.

ჭალამდე მისვლა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო გზის საშუალებით, რომლის საწყისი წერტილი დედა ენის პარკია.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების საკითხებს.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად კონსტრუირებული, ბაღთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება სპეციალური აუდიოგახმოვანება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი საქართველო“, MagiC Carpets – შემოქმედებითი ევროპის პლატფორმა და გალერეა OPENSPACE.INNSBRUCK.

Facebook Comments
x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...