Home » თქვენი სათქმელი » “მინდა საქართველოს და პირადად ჩემს თელაველებს ერთი მთავარი რამ ვუთხრა…”

“მინდა საქართველოს და პირადად ჩემს თელაველებს ერთი მთავარი რამ ვუთხრა…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ემზარ ქვარიანი

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის,თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

-ის, ვინც ქვეყანას თავს სწირავდა, არასოდეს მოატყუებს საკუთარ ხალხს.

-ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში და როგორი პოლიტიკური მდგომარეობაც გვაქვს, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და დიდი ანალიზის გაკეთებაც არ საჭიროებს. ის რომ დღეს ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაშია ქვეყანა, ამასაც კარგად ხედავს საზოგადოება, 2020 წლის არჩევნებში,თვითეულ ხმას რომ ოქროს ფასი ექნება, ესეც უდავო იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მინდა სრულიად საქართველოს და პირადად ჩემს თელაველებს ერთი მთავარი რამ ვუთხრა, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სამშობლოსა და საკუთარი ხალხისთვის არასოდეს უღალატია, არასოდეს მოუტყუებია და არასოდეს დაუკარგია ადამიანური სახე.

ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველანაირი ანგარების გარეშე დავდგეთ ერთად რათა შემთხვევითი ხალხი და მედროვე ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოში. დროა სუფთა წარსულისა და განვლილი გზის ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სამსახურში.

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას,თელავის ორგანიზაციას პირადად ვუხელმძღვანელებ ამ ეტაპზე.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...