Home » მთავარი » “დავიბრუნოთ არჩევანის უფლება და შეკრების თავისუფლება” – მოსკოვში აქცია იმართება

“დავიბრუნოთ არჩევანის უფლება და შეკრების თავისუფლება” – მოსკოვში აქცია იმართება

“დავიბრუნოთ არჩევანის უფლება და შეკრების თავისუფლება” – აქცია რუსეთის 40 ქალაქშია დაანონსებული, თუმცა ყველაზე მასშტაბური აქცია ოპოზიციის კანდიდატების არჩევნებზე დაშვების მოთხოვნით მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის გამზირზე იმართება. დარბევების შემდეგ მოსკოვის მერიამ ოპოზიციას და მის მომხრეებს აქციის ჩატარებაზე ნებართვა მისცა და დედაქალაქის ცენტრში პოლიციის ქვედანაყოფები გამოიყვანა.

დღევანდელი აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა იმ მოქალაქეების გათავისუფლება იქნება, რომლებიც 27 ივლისის და პირველი აგვისტოს აქციებზე დააპატიმრეს.

ამას გარდა, მოსახლეობა იმ პოლიციელების დასჯასაც მოითხოვს, ვინც ძალას გადაამეტა და მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს ...