Home » მთავარი » “თუ რკინიგზის ადმინისტრაცია არ დაჯდება მოლაპარაკებაზე, ,,ხალხის პარტია”დაიწყებს აქციებს!”

“თუ რკინიგზის ადმინისტრაცია არ დაჯდება მოლაპარაკებაზე, ,,ხალხის პარტია”დაიწყებს აქციებს!”

“საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ თვეზე მეტია „საქართველოს რკინიგზასთან” შრომით დავას აწარმოებს და შრომითი დავის საკითხი გახლავთ იმ რკინიგზელებისთვის 50%-ანი ხელფასის მომატება, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარს არ აღემატება.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამბობს, რომ რკინიგზამ საწყის ეტაპზე უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე და  პროფკავშირები, იძულებულნი გახდნენ, უფრო რადიკალური გზისთვის, გაფიცვისთვის, მიემართათ.

რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებს “ხალხის პარტია”.

უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზის ახალ პროფკავშირების და რკინიგზის ადმინისტრაციის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია დასაქმებული ადამიანებისთვის, რათა გაუმჯობესდეს მათი პირობები. იმ შემთხვევაში თუ რკინიგზის ადმინისტრაცია არ დაჯდება მოლაპარაკებაზე ,,ხალხის პარტია”დაიწყებს აქციებს მშრომელთა უფლებების სასიკეთოთ და რკინიგზის ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნით-აცხადებენ პარტიაში.

როგორც უკვე ცნობილია, რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ და გაფიცვებს აანონსებენ.

თუ რკინიგზელები გაიფიცებიან, მიმოსვლების პარალიზება საგრძნობი იქნება…

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება კომპანიის ადმინისტრაციასა და და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლისაკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია სტრუქტურაში ხელფასების ოდენობამ.

გენერალური დირექტორი – 15 565 ლარი, ელექტრომონტიორი – 400 ლარი

გენერალური დირექტორის II მოადგილე – 8 023, ლიანდაგის მონტიორი – 560 ლარი…

უფრო დაწვრილებით ინფორმაცია იხ

“გენდირექტორი – 15 565, მემანქანე – 1000, ელექტრომონტიორი – 400 ლარი -ამას უთავმოყვარეობაც აღარ ქვია!

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...