Home » მე, მოქალაქე » “დაგვეხმარეთ ხონელებს! აქ ნეპოტიზმი ყვავის და ბახტაძეების “პარადია”!

“დაგვეხმარეთ ხონელებს! აქ ნეპოტიზმი ყვავის და ბახტაძეების “პარადია”!

რუბრიკა

მე, მოქალაქე….

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როცა ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების მიმართ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის (მუნიციპალიტეტს საჯარო მოხელეთა ვინაობა პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით არ მოუწოდებია) წინააღმდეგ 2016 წელს დაიწყო, 2018 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ისინი თანამდებობებიდან მხოლოდ 2018 წლის 25 სექტემბერს გათავისუფლდნენ. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში არსებული 5372 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთის მაშინდელი გამგებლის მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლის ნინო ქაროსანიძისთვის გადაცემის ფაქტს.

გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებდნენ, მეტიც გელა ჩოგოვაძე გამოძიების დაწყების დროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით კი  ხონის მერის მოადგილედ დაწინაურდა. გარდა ამისა, გელა ჩოგოვაძესა და ზაზა რუხაძეს შეუნარჩუნდათ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სწორედ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში მათ მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ოთარ ქაშიბაძის მეუღლეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული უძრავი ქონება ჩამოერთვა, ზაზა რუხაძესა და გელა ჩოგოვაძეს თაღლითობისთვის განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საჯარო მოხელეებს კი 2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ.

ამ საკითხებს საკმაოდ ვრცელი კვლევა და ანალიზი მიუძღვნა მაშინ “საერთაშორისო გამჭვირმალობა საქართველომ”.

იხ.

https://www.transparency.ge/ge/blog/xonis-municipalitetshi-damnashaved-cnobili-tanamdebobis-pirebi-samsaxurebs-ukanonod?fbclid=IwAR2sVonQOhSycg6c_IveFDZgqK1kRB64EnHDq65U6WEKMTkk2EqNOSXd78w

აღნიშნული ფაქტიდან 3 წელი გავიდა. სულ რამდენიმე ხნის წინ ხონიდან მოქალაქეების წერილი მოვიდა. ისინი დღეს მიმდინაე მოვლენების საჯაროდ გაშუქებას და დახმარებას ითხოვენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“2018 წელს გათავისუფლებულ ჩინოვნიკებს დიდად არაფერი დაკლებიათ, ყველაფერი მიიჩქმალა, შეირგეს ბიუჯეტის ფული, ერთი მოკითხვა და დაბრუნდება თანხები, მაგრამ აქ არც ოპოზიციაა ხმისამომღები და გასდით!

ხონში ნეპოტიზმი ყვავის. საკრებულოს თავმჯდომარის, ვალერი ბახტაძის ცოლის დეიდაც კი დანიშნეს წამყვან პოზიციაზე, მერიაში განყოფილების უფროსად ნატო ჩაკვეტაძე, ცოლი მარიამ მანაგაძე ეკონომიკის სამინისტროში, ძმა ზაზა ბახტაძე ბიუროს უფროსად მაჟორიტარის, დეიდაშვილი საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე მაკა ტაბიძე, სხვა ფრაქცია კომისიებში მეჯვარე მირონები, თავის მეჯვარე არჩილ საღარაძე, მერიაში დეიდაშვილის ცოლი სოფო ლიპარტელიანი და რამდენი ერთი მისი მირონი და ნათესავები მეტ დაბალ პოზიციებზე.

იქნებ გავაგებინოთ საზოგადოებას, ასე ამის გატარება ღალატია ქვეყნის ყველას მხრიდან!

კიდევ ერთ ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება – საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანით ბიუროს  თავმჯდომარის ძმა დადის, მის ბიზნესს საქმიანობისთვის იყენებს ყოველდღიურად.

კატასტროფაა! ხონში ბახტაძეების პარადია, გთხოვთ მოიკითხეთ და ამათ ჩამოშლაში დაგვეხმარეთ ხონელებს!

გმადლობთ, რომ მოგვისმინეთ”

წერილის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიან დეპუტატს დავუკავშირდით, მივაწოდეთ კიდეც წერილი, მან გვითხრა:

-სერიოზული ბრალდებებია, ამ თემის მოკითხვისათვის მნიშვნელოვანია რომ ოფიციალური განცხადებით მომმართოთ, პარლამენტის კანცელარიის გავლით.მაქვს ოფიციალური ვალდებულება საკითხი მაჟორიტართან განვიხილო-გვითხრა მან.

ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დეპუტატთან, გივი ჭჭნაძესთან ერთად განიხილა. შემდეგ პასუხი არ მიგვიღია. იმედია, ახლა მაინც დაიტერესდებიან კომპეტენტური პირები და მოიკვლევენ საკითხს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ შევეცდებით ინფორმაციების მოძიებას და ხონელების წერილზე რეაგირების მოხდენას.

 

Facebook Comments
x

Check Also

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს http://www.gmtv.ge/68691-2/ “ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის ...