Home » მთავარი » „ხალვაშს არ აქვს უფლება გაასხვისოს ტელეკომპანია, ბრძოლას ვაგრძელებთ“

„ხალვაშს არ აქვს უფლება გაასხვისოს ტელეკომპანია, ბრძოლას ვაგრძელებთ“

“რუსთავი2” იყიდება – გადაწყეტილება არხის ახალმა, 100%-იანმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა მიიღო. განმარტებები ხალვაშის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მისმა ყოფილმა ადვოკატმა და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა გააკეთა.

პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი იქნება საჯარო და გამჭირვალე. მისივე განცხადებით, პოტენციური მყიდველების შესახებ მედიას ექნება ინფორმაცია.

“რუსთავი2” იყიდება

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, გურამ ჩალაგაშვილი სალიას განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალვაშს არ აქვს უფლება, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაობენ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით“.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოში საღი აზრი აღარ არსებობდეს და მხოლოდ და მხოლოდ გვესმოდეს ის, თუ რა მაგრად ვცხოვრობთ, რა კარგია საქართველოში ცხოვრება, რომ მაცივრები გვაქვს სავსე და ყველანი არიან ბედნიერი. ხალვაშს არ აქვს უფლება, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაობენ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წესით, ევროპულ ქვეყანაში უნდა დაელოდონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის მერე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან სასამართლო არ არსებობს, სასამართლოში არიან მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მონები, უვადოდ, დანიშნულები, რომლებიც აწერენ ყველაფერს ხელს, რა დავალებასაც მიიღებენ. სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ჩვენ ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ“ – განაცხადა  ჩალაგაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...