Home » მთავარი » “… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად…”

“… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად…”

ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე იმყოფებოდა “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გოგი წულაია.

-დღეს ჰქონდა კონფერენცია პრემიერ-მინისტრს და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა. რეალობა არის ეს, რაც ახლა ამ წუთას აქ ხდება. მილიონობით ლარია გადაყრილი, 3-4 წელი დაკეტილია ეს გზა… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად… დაამთავრეთ უგუნურება და მართლა გააკეთეთ რაღაც,“ – განაცხადა წულაიამ.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.

მათივე თქმით, არასწორად მოწყობილ გზას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...