Home » მთავარი » “შინდისის” გადაღების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა

“შინდისის” გადაღების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისათვის მხატვრული ფილმის „შინდისი“ დახურული ჩვენება „გალერეა თბილისში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
 
მხატვრული ფილმი „შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გაგრძელდა. ფილმის გადაღების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. უწყებამ მასიური სცენებისა და საომარი მოქმედებების გადასაღებად შემოქმედებითი ჯგუფი სამხედრო ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.
 
სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.
 
ქართული მხატვრული ფილმი 2020 წელს, ამერიკული პრემია „ოსკარის“ ცერემონიაზეა წარდგენილი.
 
საქართველოს მიერ წარდგენილი ფილმი „შინდისი“ „ოსკარის“ საერთაშორისო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 2019 წლის ბოლოს კი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, ამერიკული კინოაკადემიის წევრებისთვის, ქართული დღეები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ფილმ „შინდისის“ 10 ჩვენება მოეწყობა.
ფილმის „შინდისი“ ჩვენებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...