Home » მთავარი » გუგუტიანთკარში ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ, უკანონო ბორდერიზაცია დასრულდა

გუგუტიანთკარში ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ, უკანონო ბორდერიზაცია დასრულდა

გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა, უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს. დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად, 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

განცხადება უკვე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

ამ დრომდე, გუგუტიანთკარში ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოჩენილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქვეყნებენ განცხადებას, სადაც ფაქტს უკანონოს და დესტრუქციულ უწოდებენ.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...