Home » ეკონომიკა » “როგორ გავასუფთავოთ მოქალაქეთა ჯიბეები” – ეკონომიკური რეფორმა საქართველოში

“როგორ გავასუფთავოთ მოქალაქეთა ჯიბეები” – ეკონომიკური რეფორმა საქართველოში

ოთარ ფანცულაია

ეკონომისტი

-ორი სიტყვით ეკონომიკური რეფორმების შესახებ:
* * *
საქართველოში ყველა ეკონომიკური რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს: “როგორ გავასუფთავოთ მოქალაქეთა ჯიბეები”. ყოველი რეფორმის შემდეგ ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან, ემატებათ ახალი გადასახადები, ახალი შეზღუდვები, ახალი აკრძალვები..

საქართველო ჩარჩა უმახინჯესი ფორმის სოციალიზმში მისი ვერტიკალური მმართველობით სახელმწიფოს ქონებით ჩინოვნიკების გამდიდრებით..

ბევრს ჰგონია რომ წყალი, წიაღისეული, მსხვილი საწარმოები, ბანკები და ა,შ, კერძო საკუთრებაშია.. არამც და არამც..100%-ით ყველაფერი სახელმწიფოს ბალანსზეა! ამ ქონებას საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ სწორედ ჩინოვნიკები, ხოლო თუ განკერძოება, ისინი თითოეული ობიექტის გაყიდვაში საკუთარ ინტერესს დებენ, ან თავად იძენენ.

რიგითი მოქალაქეები რჩებიან ხელცარიელნი და ახალი გადასახადების ამარა..

რატომ არ იწყება დენაციონალიზაციის პროცესი?

დენაციონალიზაციის შედეგად თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა ერთი-ორად მოიმატებს. მოსახლეობის 70% სწრაფად დააღწევს ეკონომიკურ პრობლემებს, გამორჩეული უნარების მქონე ადამიანები კი გამდიდრდებიან.

მდიდარი ადამიანი ძნელად დასამორჩილებელია, ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუალი განვითარების ყველაზე მძლავრი წინაპირობაა – მოქალაქ აღარ იქნება დამოკიდებული წინასაარჩევნო ნასუფრალზე!
ხელისუფლებას ეს არ აწყობს, ისინი თავიანთ ჭკუაზე ვეღარ მართავენ ადამიანებს! ხელისუფლებას აწყობს ბრბო! ღატაკი და მორჩილი ბრბო, რომელიც ორი კილო კარტოფილის სანაცვლოდ გაუხანგრძილვებს ხელისუფალს ძალაუფლებას!

სოციალიზმი არსად არ წასულა, ის უკვე იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართველთა ცნობიერებაში, რომ მას უკვე ძნელად წარმოუდგენია რომ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს მოწყობის სხვა, უკეთესი ვერსიაც!

ნუღარ გააგრძელებთ ძილს!

გამოფხიზლდით!

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...