Home » მთავარი » ეკონომიკის სამინისტრო ლევან კობერიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ეკონომიკის სამინისტრო ლევან კობერიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსგან  მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე”.

ლევან კობერიძე: „ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით,  თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“

ვრცლად

„ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით…”

დამოუკიდებელ დეპუტატს ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს და მას სიცრუეში ადანაშაულებს.

სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ.

სადეპუტატო შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადეს სათანადო ინფორმაცია.

ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.

„სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულად წარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას“, – წერია უწყების განცხადებაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ  სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის  შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

უწყება აცხადებს, რომ კობერიძისადმი გაგზავნილი პასუხის სრული ვერსია დევს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე.

https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/5519

Facebook Comments
x

Check Also

კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთიანი ინტერვალით დაიღუპა

კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში. 74 წლის სტიუარტ ბეიკერს და ...