Home » ინტერვიუ » “ხონელები თავს მიტოვებულად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან!..”

“ხონელები თავს მიტოვებულად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან!..”

რამდენიმე ხნის წინ GMTV-მ ხონის რაიონის მაცხოვრებლებისგან წერილი მიიღო. წერილზე ხელმომწერები მათი პრობლემის გასაჯაროვებას და დახმარებას ითხოვდნენ.

“დაგვეხმარეთ ხონელებს! აქ ნეპოტიზმი ყვავის და ბახტაძეების “პარადია”!

სოციალური ქსელით გავიგეთ, რომ სწორედ ამ დროს ხონში ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ქაჯაია იმყოფებოდა და ვთხოვეთ თავად გაცნობოდა მდგომარეობას და გადაემოწმებინა წერილში მოყვანილი ფაქტები.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გიორგი ქაჯაიას ისევ დავუკავშირდით.

-ხონელები ამბობენ, რომ მათთან ნეპოტიზმია და დახმარებას ითხოვენ. თქვენ ადგილზე გაეცანით ვითარებას და რას იტყვით, წერილში მოყვანილი ფაქტები შეესაბამება სიმართლეს? როგორც ვიცი დაიარეთ სოფლები და მოსახლეობასაც გაესაუბრეთ-რას ამბობენ ადგილობრივები? რა მდგომარეობაა ზოგადად? და  როგორც ოლიტიკოსი, რას ფიქრობთ-რა სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი ხელისუფლების და ცალკე საზოგადოების მხრიდან?

– დიახ, მე ვიყავი ხონის მუნიციპალიტეტში, ფეხით მოვიარე სოფლები და ადგილზე გავეცანი არსებულ რეალობას. მინდა გითხრათ, რომ არის საკმაოდ რთული სოციალური ფონი ისე როგორ მთელს საქართველოში, მოსახლეობა ცხოვრობს გაჭირვებაში.  პირადი საუბრის დროს აღნიშნეს, რომ გრძნობენ თავს მიტოვებულად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალზედ სამწუხარო ფაქტია . მაშინ როდესაც ბედს არ უჩივის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები და პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი . ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ მინახავს, რომელიც ხორციელდება ხონის რაიონში. სრულიად განადგურებულია შიდა გზები, პასუხი კი არის შემდეგი – პროექტში დევს გაკეთდება . უბრალოდ ეს ფრაზა არის გაცვეთილი რადგან ვერავინ ხედავს პროგრესს და რაიმე ქმედით ნაბიჯებს თვითმმართველობის მხრიდან.

ჩემი აზრით ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას უბრალოდ არ აინტერესებს თავის ხალხი! არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას მათთან და ცდილობს რაც შეიძლება მარტივად შეიქმნან სასათბურე პირობები, ჩაეფლონ კორუფციის ჭაობში და აკეთონ გაღატაკებული ხალხის ხარჯზე თავის ნათესავებთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ფული .

ასეთი ფაქტები შეინიშნება ხონშიც, მაგალითად, რაიონელებისთვის ოდიოზური ფიგურა ვინმე ვალერი ბახტაძე საქმის კეთების ნაცვლად დაკავებულია მეგობარ-ნათესავების დასაქმებით, რაც პირდაპირ ნეპოტიზმია, მაგრამ ეს ფაქტი არ ადარდებთ მის მფარველებს, რომლებიც ზედა ეშელონებში არიან მოკალათებულნი! ამ დროს კი მხოლოდ მოსახლეობა და რაიონი ზარალდება .

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხონის მუნიციპალიტეტში შედის სოფელი კინჩხა, რომელიც ბოლო წლებში გადაიქცა ტურისტულ ზონად, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც არ დაგიდასტურებთ რომ ყველაფერში თავის ინტერესი აქვთ გატარებული ადგილობრივ ჩინოვნიკებს .

მე მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ რაიონში მიმდინარე ამ საგანგაშო პროცესებზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა დაეკისროს ხელისუფლების რჩეულ ვარსკვლაბიჭუნას, კერძოდ გივი ჭიჭინაძეს, რომელიც არჩევნების შემდეგ თვალით არავის უნახავს.

ასევე პასუხი უნდა გასცეს იმ გაბრალდებებს, რაც მასზე არის. ვალერი ბახტაძემ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მონიტორინგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის ხარისხის უნდა მოხდეს თითოეული ლარის მიზანმიმართული ხარჯვა . ხონში არ იგრძნობა განვითარება და კეთილდღეობა. რა ლოზუნგიც მმართველ გუნდს ჰქონდა. პირიქით, იგრძნობა საშინელი სტაგნაცია უმოქმედო ადამიანების ხელში .

მე ვაპირებ სხვა რაიონებში ჩავიდე ადგილზე მოვიპოვო ინფორმაციები, შევაჯამო და შემდეგ მივაწოდო სწორი კუთხით მოსახლეობას და ასევე ხელისუფლებას, რათა რეაგირება მოახდინონ. საშინელი ფაქტები ფიქსირდება რაიონებში, არავის დაავიწყდეს, რომ ძლიერი სოფელი არის სწორედ ძლიერი ქალაქის საწინდარი .

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში ...