Home » მთავარი » ოქრუაშვილის თანაგუნდელები ახალ მოძრაობას იწყებენ

ოქრუაშვილის თანაგუნდელები ახალ მოძრაობას იწყებენ

ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები  გავრილოვის  ღამეს დაშავებულების და დაკავებულების დასაცავად ახალ მოძრაობას იწყებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოძრაობა არ იქნება პოლიტიკური და დაეხმარებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად.

მოძრაობა „20 ივნისის პოლიტპატიმრები”-ს  ჩამოყალიბებას დაესწრო 20 ივნისის ღამის შემდეგ დაკავებული მოქალაქის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი. ქალბატონი ამბობს, რომ მისი შვილისა და მასთან ერთად დაკავებულების წინააღმდეგ არასწორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

„გაბრაზებული ახალგაზრდები შიშველი ხელებით, არცერთ იარაღი არ სჭერია, საიდან მოიტანეს 225-ე მუხლი მეორე ნაწილი, რომელიც იქნა მიყენებული ამ ახალგაზრდებისთვის… მე დღეს ვგავარ გაბრაზებულს კი არა, გამწარებულ, მგელივით, დედა ვარ გამწარებული, უკან არაფერზე არ დავიხევ“, – ამბობს თამლიანის დედა.

Facebook Comments
x

Check Also

არ შეიძლება აუარო გვერდი კონსტიტუციას და კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს საზიანო შემზღუდავი შესაძლებლობების გადაცემა მთავრობისთვის

კანონპროექტის მიხედვით შეზღუდვების პერიოდი 15 ივლისამდე იყო, თუმცა იანვრამდე გადაიდო. დოკუმენტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ...