Home » ემიგრანტები » “ეს ყველას სახლია! გვტკივა საქართველო!” – ემიგრანტები გაერთიანებას იწყებენ (ვიდეო)

“ეს ყველას სახლია! გვტკივა საქართველო!” – ემიგრანტები გაერთიანებას იწყებენ (ვიდეო)

საქართველოში ჩამოსული ემიგრანტები “ემიგრანტის სახლში” შეიკრიბნენ. სახლი ანა ბალამწარაშვილის და დარეჯან ღამბაშიძის დაარსებულია.

შეხვედრაზე უამრავი საკითხი განიხილეს, იყო ცრემლი, გულისტკივილი, იდეების გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარი. დაისვა უამრავი პრობლემა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მსოფლიოს ყველა ყვეყანაში მყოფ ემიგრანტს აღელვებს.

შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა, ბელგიიდან ანა ბალამწარაშვილის მიერ გამოგზავნილი ტვირთი შშმ პირებს და ჭიათურაში მცხოვრებ ორ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაცათ.

იმისთვის, რომ შეხვედრა ძალიან მძიმე და პრობლემატური არ ყოფილიყო, უკვე დასასრულისკენ ემიგრანტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, ნაზი სარჯველაძემ კი ყველა ემიგრანტს დიდი სიყვარულით სიმღერა მიუძღვნა.

შეხვედრაზე ბელგიიდან ემიგრანტის სახლის დამფუძნებელი ანა ბალამწარაშვილი ჩაერთო, ყველას მიეფერა და მადლობა გადაუხადა.

როგორც დარეჯან ღამბაშიძემ განაცხადა, ასეთი შეხვედრები უკვე ხშირად გაიმართება და ემიგრანტები გაერთიანებას იწყებენ მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ.

GMTV, უკვე როგორც ტელეკომპანია,  ყოველთვის იდგება ემიგრანტის სახლის გვერდით და ყველა მათ მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებას გააცნობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შევეცდებით მათ მიერ დასმული ყველა ფრობლემა მივაწოდოთ ხელისუფლებას და ფართო საზოგადოებას.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კიდევ გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.677 მილიარდ დოლარს გადაარჭაბა. (ეროვნულ ვალუტაში 16,425 მლრდ ლარი) მონაცემები 2020 ...