Home » მთავარი » თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საბინაო ფონდის სიმცირის გამო კი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი ბინა არ მიუღია, თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამინისტრო სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულებას ასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ 1500 ზე მეტი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოახდინა. დარჩენილია 700 ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის წინაშე ვალდებულების შესრულება. განცხადების მიხედვით დგინდება, რომ ვალდებულებებს თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს შეასრულებს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, საბინაო ფონდის მართვის სისტემაში უამრავი ხარვეზია, რასაც თავად თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება. უწყებაში ამბობენ, რომ არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ  განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კიდევ გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.677 მილიარდ დოლარს გადაარჭაბა. (ეროვნულ ვალუტაში 16,425 მლრდ ლარი) მონაცემები 2020 ...