Home » მთავარი » “ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.

მინისტრის განცხადებით, მიზანია, „დაიძაბოს საზოგადოებრივი დისკურსი, იყოს არასტაბილურობის განცდა, ერთგვარი შიში“.

„ეს ყველაფერი თავის მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს; ერთგვარად ჩვენი კურსიდან ამოგვაგდოს. სწორედ ამაზეა ჩვენი პასუხი ის, რომ კურსს არავითარ შემთხვევაში გადავუხვიოთ. პირველი რაც უმნიშვნელოვანესია, ეს არის მშვიდობის დაცვა. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ეს საციცოცხლო ამოცანაა, რომ ჩვენი არჩეული კურსიდან არ გადავუხვევთ-ეს არის პასუხი-ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ვგულისხმობ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩვენ კი შეგახსენებთ – უახლესი ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან, რუსმა ოკუპანტებმა 7 ახალგაზრდა გაიტაცეს. ოკუპანტები ოჯახებს ჯერ არ დაჰკავშირებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და ზუსტდება ინფორმაცია. 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...