Home » მთავარი » „აღდეგით და ნუ გეშინინ“ – ფერიცვალებას გილოცავთ!

„აღდეგით და ნუ გეშინინ“ – ფერიცვალებას გილოცავთ!

ფერიცვალება მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა და ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს, იესო ქრისტემ თაბორის მთაზე თავისი სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულებით წარსდგა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ და იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ ესაუბრებოდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ნათელი ღრუბელი დაადგა, საიდანაც გაისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...