Home » მთავარი » “სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სინამდვილეში პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს”

“სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სინამდვილეში პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს”

-“ბიძინა გეგიძის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარება მის შეშინებას ისახავს მიზნად”-მიიჩნევს ლევან გოგიჩაიშვილი და ამბობს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სინამდვილეში პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

“ანტიკორუფციული სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ის არ ებრძვის კორუფციას ის გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ჩემს აღქმაშიც ეს არის დევნის ელემენტები და არ ვიცი, რა შედეგს უნდა მიაღწიონ, თუ აპირებენ ბიძინა გეგიძე შეაშინონ ამ მეთოდებით, მე მგონი არ იცნობენ ამ ადამიანს.

ივანიშვილი ეცდება მოასუფთაოს ყველა მხრივ  ველი, აქცენტი გააკეთოს სატელიტ ორგანიზაციებზე და ამით შეაკოწიწოს უმრავლესობა, ისე რომ შეინარჩუნოს ავტორიტარული ძალაუფლება თუნდა კოალიციაზე ან პოლიტიკურ ჯგუფებზე.

მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი ქვეყანაში რეალურად გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები. ახლა გამოხტებიან ტროლები, ეს კარგად დაგეგმილი კამპანია იქნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული ბიძინა გეგიძეს ვერ დაიჭერენ,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...