Home » მთავარი » ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

მეჯვრისხევიდან  და ახალუბნიდან გატაცებული 8 მოქალაქე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, 8-ვე ახალგაზრდა შიდა ქართლის პოლიციაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც მოხდა მათი გათავისუფლება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ამ საკიტხზე სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.

-ცხინვალის სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ დაკავებულები ქართულ მხარეს გადაეცა“, – აცხადებს დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.

ია თინიკაშვილის ფოტო

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...