Home » მთავარი » ყურადღება! ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება

ყურადღება! ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ზემოთხსენებულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს. ხოლო, ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით.

გარდა ამისა,  მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „დელისთან“ ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.

24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან  მეტროსადგურ „დელისის“ მონაკვეთზე გავრცელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...