Home » მთავარი » მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება…- მოსახლეობამ პრობლემები დააყენა

მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება…- მოსახლეობამ პრობლემები დააყენა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

“მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ შეხვედრებზე ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება საბიუჯეტო პროცესს, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება. ასევე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს გეგმებსა და პროგრამებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ მოქალაქეებისგან იმ საკითხებზე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას ასევე გარემოს დაცვის მიმართულებას.” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოქალაქეები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ და კონკრეტული პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

შეხვედრას თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულის და ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.  მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...