Home » მთავარი » “კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ!”

“კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ!”

ვახტანგ წერეთელი განცხადებას ავრცელებს 

-“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა.”

შეგახსენებთ, ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც  საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

http://www.gmtv.ge/63014-2/

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...