Home » მთავარი » ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამა ოკუპირებული აფხაზთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეა ბიგვავამ წარადგინა.

მისი თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს  საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ფართო ინფორმაციის მიწოდებას აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე რესპუბლიკის საერთაშორისო კონტაქტების გაზრდაზე და აფხაზეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ მინისტრმა ვალერი ბგანბამ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის დისკუსიები არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც რესპუბლიკას შეუძლია წარმოადგინოს თავისი ინტერესები საერთაშორისო დონეზე, ამიტომ, მან კოლეგებს მოუწოდა, დაეხმარონ პროგრამას, რაც გაკეთდა კაბინეტის წევრების მიერ. მისივე თქმით, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას, საქართველოსთან დიალოგის დამყარებას, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ა.შ. პროგრამა ასევე ასახავს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის პოზიტიური იმიჯის ფორმირებასა და განვითარებას; რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პრობლემის განხილვა; აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა გარე სამყაროსთან კომუნიკაციისგან

დადგენილება ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევა. ასე რომ პროგრამაც რეალიზაციაში 2020 წელს ჩაეშვება, რომლის განსახორციელებელი  სამოქმედო გეგმა მოიცავს: აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობას უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ასევე მონაწილეობას ყოველთვიური ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში გალში.

უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სოხუმში თურქ ბიზნესმენებს შეხვდა.

http://www.gmtv.ge/63035-2/

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...