Home » მთავარი » ეს არ არის კადრი ფილმიდან, ეს სამწუხარო რეალობაა!!!

ეს არ არის კადრი ფილმიდან, ეს სამწუხარო რეალობაა!!!

დედამიწის ფილტვები – ამაზონის ჯუგლები იწვის – ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა.

NASA-ს ნფორმაციით,  საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.

ამაზონის ტყეში ამჟამად მძვინვარე ხანძარს დიდი ეფექტები აქვს დანარჩენ ბრაზილიაზეც. ამაზონასის შტატიან კვამლის ღრუბლებმა მიაღწია მეზობელ პარისა და მატუ-გრუსუს შტატებსაც; კვამლმა მზე ჩააბნელა 3200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სან-პაულუს ცაშიც. საერთო ჯამში, ხანძარმა წარმოქმნა 1,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის სიგანის კვამლის ფენა. ევროკავშირის კოსმოსურ თანამგზავრ „კოპერნიკის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ არის ბრაზილიის თავზე კვამლი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დანის ფორმით გადაჭიმული.ამ კვირის ხანძრები დაემთხვა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტს. „გარდიანის“ ცნობით, ამაზონის ტყეების ჩეხვამ ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ თვეში, ამაზონის ტყე 1345 კვადრატული კილომეტრით შემცირდა. ეს ფართობი ტოკიოზე ორჯერ დიდია.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...