Home » მთავარი » „თბილისობა 2019“ მინსკში – გახსნას კალაძე დაესწრება

„თბილისობა 2019“ მინსკში – გახსნას კალაძე დაესწრება

თბილისის მერი მინსკში ფესტივალის – „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“გახსნის ცერემონიაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მინსკელ კოლეგასთან, ანატოლი სივაკთან. კახა კალაძე ასევე დაესწრება „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ მინსკში “საპარტნიორო ფონდმა” დააფუძნა.

თბილისის მთავრობის დელეგაცია დაათვალიერებს ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის- “ბელკომუნმაში” ქარხანას და  გაეცნობა კომპანია “მაზის” წარმოებას.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...