Home » მთავარი » ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნები სტამბოლსა და მოსკოვშიც გაიხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნები სტამბოლსა და მოსკოვშიც გაიხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, ელენა ლაბახუა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბანი სტამბოლში გაიხსნება.

-საარჩევნო უბანი სტამბოლში ოფიციალურად გაიხსნა-განაცხადა ლაბახუამ, უფრო ადრე კი, თურქეთში აფხაზეთის სრულუქლებიანი წარმომადგენელი ვადიმ ხარაზია ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო თურქეთში საარჩევნო უბანი არ გახსნილიყო.

უკვე არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი გაიხსნება მოსკოვშიც. ინფორმაციას რუსულ მედიასთან ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში იგორ ახბაც.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...