Home » მთავარი » მივულოცოთ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

მივულოცოთ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესისა და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

-ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი არა ერთგზის მხარი დამეჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული ინტერესებისათვის საქართველოს დელეგაციის სახელით ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესში. ასევე, უკრაინელებისგან, ჩვენი კოლეგებისგან ვხედავთ გულწრფელ გვერდში დგომასა და სოლიდარობას!
მივულოცოთ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

I was blessed with an opportunity to support the sovereign interests of Ukraine in the name of Georgian delegation to the Congress of the Council of Europe at numerous occasions! Similarly, Ukrainian party never misses a chance to support Georgia!
Let us congratulate our friends, Ukraine celebrates Independance day today!

შეგახსენებთ, რომ ქართულმა დელეგაციამ, ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესისა და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესის წევრების ბექა დავითულიანისა და ნინო ქავთარაძის შემადგენლობით, ნორვეგიაში, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობისას, უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ასახული საკითხი გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო მოხსენიებული.

“ჩვენთვის მიუღებელია ყირიმის მოხსენიება რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ყოველთვის დავუჭერთ მხარს”– განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...