Home » მთავარი » ”აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს

”აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “აიტექნიკსის”​გაქურდვას ცდილობდა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

Facebook Comments
x

Check Also

წინასწარ რომ აიღებს პენსიას და მეორე თვეს უპენსიოდ დარჩება პენსიონერი, მაშინ რა ქნას?

კახა ძაგანია “მემარცხენე ალიანსი” “ლიბერთი ბანკმა” ერთი კვირაა საზეიმო რიტორიკით ყურები რომ გამოგვიჭედა, 100 მილიონი ...