Home » მთავარი » “როცა პოლიტიკაში უსუსური კაცები მოჰყავს ბელადს, ბელადები კრახს განიცდიან, ბალასტი კი რჩება…”

“როცა პოლიტიკაში უსუსური კაცები მოჰყავს ბელადს, ბელადები კრახს განიცდიან, ბალასტი კი რჩება…”

დემურ გიორხელიძე

-სულ რაღაც 141 წლის წინათ, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, თუმცა, მაშინ იგი არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო -.
1878 წლის 25 აგვისტოს აჭარის 300 წლიანი ტრაგედია დასრულდა და იგი დაუბრუნდა თავის ქვეყანას.

ოსმალეთმა დათმო ისტორიული მესხეთის (ზემო ქართლის) საკმაო ნაწილი:
(ა) ბათუმი.(აჭარით),
(ბ) ტაო-კლარჯეთი (ანუ ჭორიხის აუზის ზედა და ქვედა ტერიტორია) ართვინითურთ,
(გ) შავშეთი,
(დ) ყარსი,
(დ) კოლა (მდ. მტკვრის სათავის მიმდებარე ტერიტორია 40კმх40კმ ცოტა ნეტი)
(ე) არდაგანი,
(ვ) ჩრდილი

გადის სულ რაღაც 40 წელი და პოლიტიკოსების გამოისობით, რომელთა სახე საუკეთესოდ აქვს აღწერილი პოლიკარპე კაკაბაძეს…

გაუაზრებელი და არაფრთხილი, მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ნიუანსებში ჩაუხედავი ფანფარონი პოლიტიკოსების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის გამო (რომლის იდეურ და არსობრივ მემკვიდრეს საქართველოს უკანასკნელი 25 წლის პოლიტიკა წარმოადგენს)…
ამ ტერიტორიების უდიდეს ნაწილს საქართველო კარგავს…
მსოფლიო ომში დამარცხებული მთავარი სახელმწიფოს მოკავშირეობის გამო დავისაჯეთ…
არადა, ეს ომი არ იყო ჩვენი ომი…

შემდეგ იწყება დანაკარგები უკვე საბჭოთა პერიოდში…
რაც დაიკარგა, ქართველი შავ-ბნელი ხალხის გამოისობით დაიკარგა…
ცოტა არაა ეს დანაკარგი.

ამას ემატება 1993, 2008 წლების დანაკარგი,,,

100 წლის განმავლობაში საქართველომ საკუთარი ტერიტორიის ნახევარი (სულ ცოტა!) დაკარგა!

და ეს გრძელდება…
ადამიანთა მენტალობაში კი არაფერი იცვლება…
თვით იმ ადამიანთა მცირე ჯგუფსაც კი, რომელსაც ევალება რომ გაიაზროს, – რა მოხდა, რატომ ვფლანგეთ და ვფლანგავთ სასიცოცხლო არეს… ნულოვანი ძვრაა…

როცა პოლიტიკაში უსუსრი კაცები მოჰყავს ბელადს, ბელადები კრახს განიცდიან, მოყვანილი ბალასტი კი რჩება… მათ არ ჰყოფნით გამბედაობა მწარე სიმართლეს ჩახედონ თვალებში, რომ რეფლექსირებული იქნას ეს უდიდესი ტრაგედია.

ცივი გონებით გაუაზრებელი და არარეფლექსირებული ისტორიული ტრაგედიები განმეორებადობით ხასიათდებიან და… ხელი უნდა იშვირო სადღაც, ვიღაცას უნდა აბრალო მუდამ რაღაც, საკუთარი პოლიტიკური ცვედანობა რომ დამალო…

სანამ?!
ამაზე ერთადერთი პასუხის გაცემა მხოლოდ ხალხს შეუძლია, რომელმაც იცის რა უნდა მომავალში…
მაგრამ აქაც სრულად უპერსპექტივო სიტუაციაა…
ჯერ-ჯერობით!

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...