Home » მთავარი » აშშ-ში ჰომოსექსუალების სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ში ჰომოსექსუალების სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

57 წლის გერი რეი ბოულზი ჰომოსექსუალების მკვლელობის გამო სეკვდილით დასაჯეს. როგორც დადგინდა, სერიული მკვლელი თავად იყო დაკავებული პროსტიტუციით, რაშიც ფულს იღებდა, თუმცა 32 წლის ასაკში, როცა მისგან ფეხმძიმედ მყოფმა ქალმა ყველაფერი გაიგო, მიატოვა და აბორტი გაიკეთა, გერიმ მთელი აგრესია კლიენტებისკენ მიმართა.

მანიაკის ზედმეტსახელი “მკვლელი I-95” იყო, რადგან მსხვერპლს სულ ერთ ადგილას უსაფრდებოდა. მას როგორც პოლიცია ამბობს 9 ჰომოსექსუალი ყავს მოკლული, თუმცა თავად მხოლოდ 3 მათგანის მკვლელობას აღიარებს.

სერიული მკვლელი სიკვდილით 22 აგვისტოს დასაჯეს. იქამდე კი საშუალება ჰქონდა ბოლო ვახშამი აერჩია, რომელიც კანონით 40 დოლარამდე ღირს. მან 3 ჰამბურგერი, ფრი და ბეკონი მოიხოვა. ასევე დატოვა წერილი, სადაც დედას წერს, რომ ძალიან წუხს. რამდენიმე მეგობარს და ადვოკატს კი მადლობას უხდის.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...