Home » მთავარი » გიორგი როსტომაშვილმა დაამყარა რეკორდი, რომლის მსგავსი მსოფლიოში აქამდე არ ყოფილა

გიორგი როსტომაშვილმა დაამყარა რეკორდი, რომლის მსგავსი მსოფლიოში აქამდე არ ყოფილა

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა  თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწიასაზღვაო ბუქსირი,  “თამარა 2”, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  “რეკორდსმენთა თასის” მფლობელი გახდა.

ღონისძიება ენერგეტიკული სასმელი “მაქს ფაუერის” სპონსორობითა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მხარდაჭერით ჩატარდა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...