Home » მთავარი » ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჩორჩანის საგუშაგოსთან ვითარება უცვლელია

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჩორჩანის საგუშაგოსთან ვითარება უცვლელია

ოსურმა მხარემ მოითხოვა  ქართული დელეგაციისგან  30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოახდინოს პოსტის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითგამოცხადებული რეჟიმი ყველა ღონეს იხმარს თავისი ხალხის და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.

ოსური მხარის ულტიმატუმი ქართულ დელეგაციას

თუმცა ამ დროისთვის ვითარება უცვლელია. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. შეინიშნება ოკუპანტების გადაადგილება.

2008 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებოდა მოძავი პატრული და ახლა გაკეთდა საგუშაგო, ასე რომ ოსური მხარის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

ადგილზე იმყოფებიან ევროსაბჭოს წარმომადგენლები. საგარეო უწყება აცხადებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქმის კურსშია და მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...