Home » მთავარი » დეფაქტო რეჟიმის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

დეფაქტო რეჟიმის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა – ” სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელია – ქართულმა მხარემ თავისი საგუშაგო უნდა აიღოს”

მისივე თქმით, სოფელ წნელისში ბლოკსაგუშაგო განთავსდება.

„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. საერთო პოზიციამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა, განათავსოს პოსტი, რომ ამ სოფელში მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

უსაფრთოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით კი, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა.

„შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული  ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება ყველა წარმომადგენელმა გაიზიარა. გარდა ამისა, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ამჯერად სოფელ ერგნეთში, რომელზეც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს.

მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც დაფიქსირდა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შეხვედრის პათოსი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დღეიდანვე შევუდგებით. რაც შეეხება საგუშაგოს, ამ თემაზე გავუზიარეთ ერთმანეთს განსხვავებული პოზიციები და შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაცია ყველას ინტერესშია“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

დეფაქტო რეჟიმის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ოკუპირებულ წნელისში დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, სუსის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...