Home » მთავარი » თედეევი: რუქები ადასტურებენ, რომ ქართული პოსტი სამხრეთ ოსეთის მიწაზე დგას

თედეევი: რუქები ადასტურებენ, რომ ქართული პოსტი სამხრეთ ოსეთის მიწაზე დგას

ოსი ექს-დეპუტატი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი რუსულ და ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ სასაზღვრო საკითხთა საპარლამენტო კომისია შეიქმნა 2018 წლის ივნისში, სოფელ წნელის მკვიდრთა კოლექტიური მიმართვის შემდეგ. კომისიის წევრებმა ხელთ აქვთ რამდენიმე საარქივო რუქა, მათ შორის ქართული, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გადის სამხრეთ ოსეთის საზღვარი.

-კომისიას ხელთ აქვს 1936 წლით დათარიღებული აქტის ფოტოკოპირება წნელისის კოლექტიური მეურნეობისთვის  მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. არსებობს აგრეთვე რუკა, ვინც ვინც ზომავდა მიწას. ამ საკითხის კვლევისას, კომისიის წევრებმა აღმოაჩინეს მაღაროების ქართული რუქა, რომლებიც შედგენილია 1940-1941 წლებში. ამ რუქების თანახმად, ტალკის სამი ძირითადი მაღარო ეკუთვნოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონს.

ამას გარდა, კომისიას ხელთ ჩაუვარდა 1982 წლის ქართული სატყეო რუქა, რომელიც ადასტურებს, რომ მიწა, რომელიც ქართულმა მხარემ ახლა დაიკავა, ასევე მდებარეობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონში.

გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენი საზღვრების აღნიშვნაზე მუშაობის დროს, სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს 1982 წლის სამხრეთ ოსეთის სატყეო საწარმოს ყალბი რუქით. ამ რუქის თანახმად,  ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს”-განიცხადა ჟურნალისტებს თედეევმა.

თედეევმა დასძინა, რომ საპარლამენტო კომისიამ მუშაობის შედეგების საფუძველზე, მოამზადა მოხსენება, რომლის ასლები გადაეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კვლევის ინსტიტუტს და მთავრობას, ერთი ეგზემპლარი ინახება პარლამენტში. ექს-დეპუტატი აცხადებს, რომ როდესაც კომისიამ  მოხსენება გამოიტანა განსახილველად, მისთვის  უცნობი მიზეზების გამო, სხდომათა დარბაზიდან ყველა ჟურნალისტი  დაითხოვეს.

თედეევმა ჟურნალისტებს რუსების ასლები წარუდგინა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...